5-6 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2019!
გასული წლიდან მოყოლებული ციფრული სისტემების შექმნის სფერო კვლავ მნიშნველოვნად იცვლება. არაერთმა ქართულმა კომპანიამ DevOps კულტურის დანერგვა დაიწყო. DevOps Con Tbilisi კონფერენცია დაბრუნდა, რომ ახალი გამოცდილება გაგიზიაროთ.
ღონისძიება აერთიანებს DevOps ლიდერებს, სისტემურ ადმინისტრატორებს, ინტეგრატორებს, პროგრამისტებს, არქიტექტორებს და ზოგადად ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს ქმნიან და ნერგავენ.
DevOps კულტურა და ავტომატიზაცია ის შეუცვლელი კომპონენტია, რომელიც მაღალი ხარისხის, ცვლილებებისადმი მდგრადი პროგრამული პროდუქტის სწრაფად შექმნის, დანერგვის და მონიტორინგის საშუალებას იძლევა.
DevOps Con Tbilisi 2019 კონფერენციას ამჯერად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.
მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 32, B კორპუსი, B201 საკონფერენციო აუდიტორია. (შესასვლელი A კორპუსიდან).
იხილეთ რუკაზე
გამომსვლელები მომდევნო თემების გარშემო ისაუბრებენ:
- კონტეინერიზაციის ტექნოლოგიები
- მიკროსერვისები
- ავტომატური ტესტირება და აწყობა
- ავტომატური მიწოდება
- მონიტორინგი და ანალიტიკა
- უსაფრთხოება
- სხვა. მაგ: DataOps, OS, Automation, OS Orchestration,…
შემოგვიერთდით 🙂
სპიკერების რეგისტრაცია გრძელდება 20 აგვისტომდე.
სპიკერების რეგისტრაციის ფორმა:
https://forms.gle/VGaYBKjGT243r4JP9
მსმენელების რეგისტრაციის ფორმა:
https://forms.gle/pFdXyTHFzpDhWCr3A
საორგანიზაციო გუნდი
ერეკლე მაღრაძე
Lead DevOps & Data Scientist
ვაჟა ფირცხალაიშვილი
DevOps Engineer
ვაჟა არის DevOps ინჟინერი და DevOps გაყოფილების ხელმძღვანელი საქართველოს ბანკში. მას აქვს 8 წლიანი გამოცდილება ლინუქსის და OpenSource აპლიკაციების გაშვებაში, ადმინისტრირებასა და მონიტორინგში. იგი დაინტერესებულია ავტომატიზაციით, კონტეინერების და მიკროსერვისების არქიტექტურით და ღრუბლოვანი ტექნოლოგიებით.
ელენე ლაცოშვილი
Software Architect
Community პარტნიორები
follower
Video minutes watched
Onsite audience
სპიკერები
-
გიორგი მუხიგულაშვილიLead DevOps Engineer
-
ლადო ღოლიჯაშვილიJunior DevOps Engineer
-
პაპუნა გაგნიძეAutomation / DevOps Engineer
-
მაქსიმ იავიჩიCEO and President at Scientific Cyber Security Association
-
რომან აკოპოვიHead of DevOps at Space Neo Bank
-
რევაზ ტატიშვილიData Engineer at DHL Group
-
ელენე ლაცოშვილიSoftware Architect
-
გიორგი მამალაძეSoftware Architect
-
გიორგი ჩუბინიძეHead of IT Administration at LB, CGEIT, PMP
-
ვაჟა ასათიანიSoftware Engineer
-
Team Adjarabet
გიორგი Lykke Business ჯგუფის წევრია. 6 წელია, რაც ის DevOps ინჟინრად მუშაობის. გიორგის მოსწონს არქიტექტურის დაგეგმვა და ფართო მასშტაბიანი, საიმედო, მოქნილი ინფრასტრუქტურების ნოლიდან აგება, მონიტორინგი და CI/CD ხელსაწყოების გამოყენება.
Microservices vs Monolithic Architecture. What is Kubernetes
ლადო ღოლიჯაშვილი საქართველოს ბანკის უმცროსი DevOps ინჟინერია რამდენიმეწლიანი გამოცდილებით ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. ლადო დაინტერესებულია უახლესი ტექნოლოგიებით და იმ გზების ძიებით, რომელიც ადამიანებს გაუმარტივებს ცხოვრებას. მისი ინტერესის სფეროებია ავტომატიზაცია, კონტეინერები და ღრუბლოვანი ტექნოლოგიები.
IaC with Terraform
პაპუნა Automation/DevOps ინჟინერია 4-წლიანი გამოცდილებით. მისი გამოცდილება მოიცავს გუნდის ხელმძღვანელობას და მუშაობას თემებზე, როგორიცაა end-to-end ტესტირება, არქიტექტურის შემუშავება და მასშტაბირებადი სისტემების დანერგვა დოკერიზირებული მიკროსერვისების გამოყენებით. მას უმუშავია მობილური ბანკინგის აპლიკაციებზე, ღრუბლოვანი სისტემების მენეჯმენტის პლატფორმებზე, ნავიგაციის აპლიკაციებსა და ღონისძიებების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
Building Blocks of Future Applications
მაქსიმ იავიჩი არის მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორი და კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი. იგი არის სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) დამფუძნებელი და პრეზიდენტი. მაქსიმი არის აფილირებული პროფესორი და კიბერ უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი კავკასიის უნივერსიტეტში. ამავდროულად კონსულტაციებს უწევს ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს კიბერ-უსაფრთხოების მიმართულებით. კიბერ-უსაფრთხოების დარგში მაქსიმს მიღებული აქვს სხვადასხვა სამეცნიერო ჯილდო, არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი.
მაქსიმის სამეცნიერო ინტერესის სფეროებია კიბერ-უსაფრთხოება, კრიპტოგრაფია, პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფია, კვანტური კრიპტოგრაფია, მათემატიკური მოდელები და სიმულაციები.
კიბერუსაფრთხოება და ავტომატიზაცია
რომან აკოპოვი
რომან აკოპოვი საქართველოს პირველი სრულად ციფრული ბანკის, Space Neo Bank-ის DevOps მიმართულებას ხელმძღვანელობს. პარალელურად მუშაობს აღნიშნული პროექტის იმპლემენტაციაზე უზბეკეთში. რომანი წლების განმავლობაში მუშაობდა საფინანსო სექტორის წამყვან ორგანიზაციებში.
თქვენ ხართ ყველაზე სუსტი რგოლი
რევაზს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კომპიუტერულ მეცნიერებებში. მას უმუშავია სხვადასხვა ქვეყანაში მონაცემთა ინჟინერიისა და მონაცემთა მეცნიერების დარგებში. ასევე მას აქვს გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის მიმართულებით. მისი გამოცდილება ასევე გულისხმობს განაწილებული სისტემების გამოყენებას დიდი მონაცემების დამუშავებაში, მონაცემთა ინტერაქტიულ ანალიზს, მოდელირებას და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას.
DevOps-დან DataOps-მდე: გამოწვევები და შესაძლებლობები
ელენეს 11 წლიანი გამოცდილება აქვს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში სხვადასხვა მიმართულებით. ამჟამად ის დაინტერესებულია ვირტუალური სისტემების შექმნის, დანერგვისა და ტესტირების პროცესების ავტომატიზაციით.
ჯავა REST API-ის ავტომატური დოკუმენტაცია
გიორგი არის პროგრამული უზრუნველყოფის მთვარი არქიტექტორი კომპანიაში Siemens Corporate Technologies. ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განაწილებული არქიტექტურა ინდუსტრიული ავტომატიზაციისა და ენერგიის მენეჯმენტისთვის წარმოადგენს იმ გამოყენებითი კვლევის მიმართულებას, რომელსაც ამჟამად გიორგი ხელმძღვანელობს.
How Event Sourcing Makes DevOps’ Life Easier
გიორგი 15 წელზე მეტია მუშაობს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში, ასევე IT პროექტების და IT სტრუქტურული ერთეულების მართვის მიმართულებით, სახელმწიფო და საბანკო სექტორებში.
ის 10 წელზე მეტია ეწევა აკადემიურ საქმიანობას, კერძოდ, სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტურის, IT პროექტების მართვისა და IT მმართველობის მიმართულებით. გიორგი არის სერტიფიცირებული PMP (Project Management Professional) და CGEIT (Certified in Governance of Enterprise IT).
ლიბერთი ბანკი - DevOps ტრანსფორმაციის გზაზე
ვაჟა 9 წელია Full Stack დეველოპერია. ის ამჟამად ომედიაში front-end დეველოპმენტის ჯგუფს უძღვება. ასევე მართავს ლოკალური დეველოპმენტის ეკოსისტემას. ვაჟას ინტერესის სფეროს წარმოადგენს სხვადასხვანაირი პროცესების ავტომატიზაცია, ტიპების თეორია და ტაიპსკრიპტი.
ტრაეფიკის უკეთესი დოკერიზაცია
აჭარაბეთის გუნდი გაგვიზიარებს თავის პრაქტიკულ გამოცდილებას DevOps ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით. გუნდის გამოცდილებას გაგვიზიარებენ მიხეილ ფერაძე, ლაშა ჯოჯუა და გიო რენიქსი.
მიხეილი არის Scrum master და Agile Coach. მისი საქმიანობაა agile პროცესების ოპტიმიზაცია. ლაშა აჭარაბეთის IT ოპერაციების განყოფილების ვიცე-ხელმძღვანელია. მას 9 წლიანი გამოცდილება აქვს IT ინდუსტრიაში და უმუშავია სფეროებში როგორიცაა ტელეკომუნიკაცია, კრიპტო ვალუტების დატა ცენტრები და თამაშები. გიო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის განყოფილების ხელმძღვანელი და DevOps გუნდის წევრია.