29-30 სექტემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართება ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2018!

ღონისძიება აერთიანებს DevOps ლიდერებს, სისტემურ ადმინისტრატორებს, ინტეგრატორებს, პროგრამისტებს, არქიტექტორებს და ზოგადად ტექნოლოგიური სამყაროს წარმომადგენლებს, რომლებიც პროგრამულ პროდუქტებს ქმნიან და ნერგავენ.

ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. შესაბამისად ჩნდება დაპროგრამების ახალი ენები, მონაცემთა რთული სტრუქტურების სამართავი საშუალებები და მულტიმედიური მოწყობილობები. ყოველივე ეს ქმნის მაღალი ხარისხის და ახალ სისტემებთან ადაპტირებული პროგრამული პროდუქტის მყისიერი მიწოდების საჭიროებას, რაც შეუძლებელია შესაბამისი მართვისა და სათანადო ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე. DevOps წარმოადგენს მიდგომების, IT პროექტების მართვისა და საბოლოო პროდუქტის ავტომატიზირებაზე ორიენტირებული ტექნოლოგიების ერთობლიობას, რომელიც აპლიკაციების სწრაფად შექმნის საშუალებას იძლევა.

DevOps Con Tbilisi 2018 კონფერენციაზე გაეცნობით DevOps მიდგომების უპირატესობას; გაზიარებული იქნება დეველოპერების, ოპერატორების და სისტემური ინტეგრატორების ჯგუფის ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობები და საშუალებები; ასევე შევეხებით შედარებით ახალ კონცეფციას, მონაცემთა ოპერაციებს ე.წ. DataOps, რომელიც პირდაპირ კავშირშია დიდი მონაცემების (Big Data) ტექნოლოგიებთან.

თემატიკა მოიცავს:

• კონტეინერიზაციის ტექნოლოგიები / Container Technologies
• მიკროსერვისები / Microservices
• ავტომატური ტესტირება და აწყობა / CI – Continuous Integration – Test and build automation
• ავტომატური მიწოდება / CD – Continuous Delivery
• მონიტორინგი და ანალიტიკა / Monitoring and Analytics
• უსაფრთხოება / Security
• სხვა. მაგ: DataOps, OS, Automation, OS Orchestration,…

 

შემოგვიერთდით 🙂
სპიკერების რეგისტრაცია გრძელდება 30 აგვისტომდე.

საორგანიზაციო გუნდი

ერეკლე მაღრაძე

ერეკლე მაღრაძე

Lead DevOps & Data Scientist
ერეკლე მაღრაძე

Erekle Magradze has an experience of 10+ years with high throughput and high performance computing platforms. His expert knowledge in grid distributed computing, cloud based and Big Data platforms is backed by solid theoretical and practical experience.

He enjoys planning an architecture and building large scale reliable and scalable, resilient infrastructures from scratch, using the cutting edge open source and commercial automation, monitoring and CI/CD tools.

ვაჟა ფირცხალაიშვილი

ვაჟა ფირცხალაიშვილი

DevOps Engineer

ვაჟა არის DevOps ინჟინერი კომპანია Qarva-ში. მას აქვს 8 წლიანი გამოცდილება ლინუქსის და OpenSource აპლიკაციების გაშვებაში, ადმინისტრირებასა და მონიტორინგში. იგი დაინტერესებულია ავტომატიზაციით, კონტეინერების და მიკროსერვისების არქიტექტურით და ასევე ისეთი ახალი მიმართულებით როგორიცაა DataOps.

ვაჟა ერეკლე მაღრაძესთან ერთად კონფერენციაზე ისაუბრებს DataOps-ის კონცეფციაზე და Apache spark-ის და Cassandra-ს გამოყენებით BigData პროცესინგის ავტომატიზირებული ციკლების შექმნაზე.

ელენე ლაცოშვილი

ელენე ლაცოშვილი

Software Architect
Elene Latsoshvili
Language agnostic software developer with 10+ years of experience. Blogger at samurai.ge. Highly interested in work process automation.

გენერალური სპონსორი

სპონსორი

მასპინძელი

Community პარტნიორები

დაგვიკავშირდით

Categories: Uncategorized

1 Comment

A WordPress Commenter · ივნისი 27, 2018 at 3:57 pm

Hi, this is a comment.
To get started with moderating, editing, and deleting comments, please visit the Comments screen in the dashboard.
Commenter avatars come from Gravatar.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *